რეზონანსი
(16.08.2022)

ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის, ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" სო­ლის­ტის ია­კობ (კობა) მეტ­რე­ვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ამ­წუხ­რა. უპირ­ვე­ლე­სად კი მისი ოჯა­ხი, კო­ლე­გე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. ან­სამ­ბლის მოქ­მედ სო­ლისტს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მო­ცეკ­ვა­ვეს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ, დღეს უკვე გუ­ლის­წყვე­ტით იხ­სე­ნე­ბენ მისი კო­ლე­გე­ბი.

ხა­ტია ეკი­ზაშ­ვი­ლი, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ან­სამ­ბლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

"მსგავ­სი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. მას­თან მუ­შა­ო­ბა გარ­და მე­გობ­რო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, იყო ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლის­თვის, მე­ნე­ჯე­რის­თვის, თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის­თვის. არ მახ­სოვს, რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნოს. ხომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, სულ სწო­რად რომ ცხოვ­რო­ბენ, ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კო­ბამ სწო­რად იცხოვ­რა. ასე­თი უკონ­ფლიქ­ტო, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ურ­თი­ერ­თო ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. წე­სი­ე­რი, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გა­და­სა­რე­ვი მე­უღ­ლე, მამა, მე­გო­ბა­რი... ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ კობა აღარ არის..."

ნი­ნუ­კა შა­რა­ში­ძე, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მო­ცეკ­ვა­ვე, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი:

"წუ­ხელ გვი­ან ღა­მით გა­ვი­გე ეს სამ­წუ­ხა­რო და თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი. ერთ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, კო­ბას ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და, თუმ­ცა თვი­თონ ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით, მხნედ იყო. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი გახ­ლდათ. გვამ­შვი­დებ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მას დაძ­ლევ­და, რომ ფარ-ხმალს არ დაყ­რი­და და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებ­და. ასეც იყო, იბ­რძო­და, თუმ­ცა და­მარ­ცხდა ისიც და დავ­მარ­ცხდით ჩვენც ყვე­ლა...

მე და კობა წლე­ბია, ან­სამ­ბლში ერ­თად მოვ­დი­ვართ, ბევ­რი წელი ერ­თად ვცეკ­ვავ­დით. შემ­დგომ­ში ის უკვე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის“ პე­და­გო­გი გახ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ბავ­შვს უყ­ვარ­და.

ეს ბოლო წელი ვე­ღარ მუ­შა­ობ­და, ვერც ან­სამ­ბლში და ვე­ღარც აკა­დე­მი­ა­ში და­დი­ო­და, რად­გან თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ო­და. ჩვენ კი ვე­ლო­დე­ბო­დით, გვე­გო­ნა, იმე­დი გვქონ­და, რომ დაძ­ლევ­და, ხომ ვამ­ბობ, სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბით იყო. რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მძი­მე დი­აგ­ნო­ზი აღ­მოჩ­ნდა...

კო­ბას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე დარ­ჩა. მზრუნ­ვე­ლი მამა და მე­უღ­ლე იყო. ხომ არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი, უწე­სი­ე­რე­სი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, იუ­მო­რის გრძნო­ბით - კო­ბას ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და. უნდა ეცო­ცხლა და ყო­ფი­ლი­ყო ბედ­ნი­ე­რი".

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე