რეზონანსი
(16.08.2022)

ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მუშაობას აუცილებლად რომელიმე ოპოზიციურ სატელევიზიო არხზე გააგრძელებს, ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას უთხრა.

„ჯერ მართლა არ ვიცი, სად გადავალ, რა თქმა უნდა, ეს რომელიმე ოპოზიციური არხი იქნება. როგორც კი გადავწყვეტ, დავწერ აუცილებლად", - უპასუხა წერილობით თამარ ბაღაშვილმა რადიო თავისუფლებას იმ კითხვაზე პასუხად, ადასტურებდა თუ არა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით არსებულ ინფორმაციას, რომ ის ტელეკომპანია „ფორმულაზე" აპირებდა მუშაობის გაგრძელებას. ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია უარყო „ფორმულის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემაც.

„ვერ დაგიდასტურებთ. არანაირი კომუნიკაცია მე ან რომელიმე ხელმძღვანელს არ გვქონია. იმდენივე ვიცი მე მის წამოსვლაზე, რამდენიც ყველა სხვამ", - უთხრა გიორგი თარგამაძემ რადიო თავისუფლებას.

„მთავარი არხის" ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, ტელეკომპანიის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 აგვისტოს, „ფეისბუკის" პირად გვერდზე გაავრცელა, მიზეზების განმარტების გარეშე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე