რეზონანსი
(12.08.2022)

გუდაურში მომხდარი ტრადეგიისას დაღუპული ანდრო ქუჯოშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა. ბორტზე მყოფ ყველაზე ახალგაზრდა მფრინავს მეგობრები იხსენებენ:

"დაბადების დღეს გილოცავ, ანდრო, ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, იმის გაზიარება, რომ ფიზიკურად ჩვენს გვერდით აღარ ხარ. ძალიან გვაკლიხარ. ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები".

"გილოცავ, ოქროს კაცო. ჩვენ გულებში ხარ. ეს დღე სულ სხვაგვარი უნდა ყოფილიყო".

"25 შეუსრულებელი წელი. გილოცავ, ჩემო ლომო ბიჭო. მზესავით ანათებდი სულ და მჯერა უფალთანაც მზესავით კაშკაშებ. მოუშუშებელი ტკივილი ხარ, ჩემო პატარა ძამიკო. შენი ლამაზი სულისთვის ვლოცულობთ, ჩვენო ბიჭო. ყველას გვენატრები. მშვიდად განისვენე".

"ჩემო სიცოცხლე გილოცავ შენს დღეს. ნეტავ, შემეშლოს დარეკვა და მოლოცვა, მაგრამ არ შემიძლია. ღმერთმა იმ ქვეყნად სანთელი და ნათელი დაგიმკვიდროს. უზომოდ მენატრები და უზომოდ მიყვარხარ. ნეტავ, ასე არ გილოცავდე, ჩემო გულო, ამ დღეს. როგორ მიჭირს უშენობა. ძალიან ძნელია იმის თქმა და დაჯარება, რომ აღარ ხარ ამ ქვეყნად. უშენობა მტკივა, ჩემო ღიმილის ანგელოზო", - წერენ სოციალურ ქსელში ანდრო ქუჯოშვილის მეგობრები.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე