რეზონანსი
(11.08.2022)

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის" (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

,,მოტყუებით გავუშვით საქართველოში... დედა არასოდეს დაიჯერებს და უფალს ევედრებოდა ცოცხალი დამახვედრეო... სამწუხაროდ, ვერ! ბარელ ემიგრანტს ელისო ლაგვილავას ვუსამძიმრებ შვილის გარდაცვალებას, რომელიც გუშინ წინ ბათუმიდან მომავალ სამარშრუტო ავარიას ემსხვერპლა... გარდაცვლილი ახალგაზრდა სენაკიდანაა! ვუსამძიმრებ დედას, ოჯახს და რაიონს! იარეთ ნელა... იარეთ ნელა... იარეთ ფრთხილაააად!" - წერს ფიქრია კუჭუხიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე