რეზონანსი
(05.08.2022)

ქართველი რეჟისორი მაია შენგელია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, მას ძმა გარდაეცვალა.

„ჩემო მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით ჩემი მწუხარების გაზიარებისათვის! ღმერთმა სულ სიკეთე მოგცეთ!

მე, რომელიც მრავალსულიან ოჯახში გავიზარდე და ჩემს ოჯახში მუდმივად ცხოვრობდნენ სხვადასხვა გარეშე პირებიც და მუდამ ხმაური იყო, ამ საღამოდან სიჩუმეს და სიმარტოვეს უნდა შევეგუო... დღეიდან აღარავინ მყავს საზრუნავი და აღარც გულშემატკივარი... ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება... ჯერ კიდევ არ ვიცი რა გზას დავადგები... ვეცდები არ გაგიწბილოთ გვერდშიდგომა და არ ჩავიკარგო ყოფის არარაობაში...", - წერს მაია შენგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე