რეზონანსი
(01.08.2022)

გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ 2 გოგოს ოჯახი და პოლიცია 6 დღე ეძებდა. 12 წლის ლანა ლუკიანოვას და 13 წლის სვეტა ქსოვრელს მეტროსადგურ "თავისუფლებასთან" მიაგნეს. 

"ჩვენ მეტრო „თავისუფლებასთან“ ვნახეთ, თუმცა, სად იყვნენ, ამაზე არაფერს ამბობენ. კანონი მათ მხარესაა და ვერაფერს ვეკითხებით. თავს კარგად გრძნობენ.

გაქცევის მიზეზი არ ჰქონიათ, არც კონფლიქტი ყოფილა მანამდე. პოლიციამ მოგვიწოდა, რომ ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ, ალბათ მათ იციან ყველაფერი", - უთხრა „პრაიმტაიმს“ გოგონების დეიდამ, ნათია ნარიმანიძემ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე