რეზონანსი
(01.08.2022)

მსახიობი ლაშა გურგენიძე გრაფიკოს-დიზაინერ თაკუნა მჭედლიშვილზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ბაზალეთის ტბაზე გადაიხადა. ისინი შეყვარებულები 6 წლის განმავლობაში იყვნენ, ხელი კი გურგენიძემ თავის მომავალ მეუღლეს პირდაპირ ეთერში სთხოვა.

„ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო“? - ჰკითხა ლაშა გურგენიძემ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში თაკოს და  რა საკვირველია თანხმობაც მიიღო. 

ხელის თხოვნიდან რამდენიმე თვეში წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე