რეზონანსი
(29.07.2022)

მუსიკოსი - ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბოლო დროს განვითარებული ტრაგედიების შესახებ წერს.

„ვახ ღმერთო, რამდენი უბედურება უნდა ხდებოდეს გარშემო... ვერ ვატევ გონებაში აღსასრულამდე ვერტმფრენში მყოფთა განცდებს რომ წარმოვიდგენ...გუშინდელი გაუგონარი მკვლელობა, დღეს ამოდენა ტრაგედია... იქ ჩემ საყვარელ უკრაინაში არნახული უბედურებები ყოველ წუთს რომ ხდება უკვე 159 დღე...მარადიული ხსოვნა, სიმშვიდე და სინათლე მათ სულებს", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ინფორმაციისთვის, გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა. ამ უბედურ შემთხვევას, მორიგი უბედური შემთხვევა მოჰყვა, რა დროსაც სპორტსმენების დასახმარებლად წასული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე