რეზონანსი
(27.07.2022)

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ჩარკვიანის შესახებ წერს:

“პატივცემულო საზოგადოებავ” მივმართავ ზოგიერთ ”ტვინნაღრძობს„!!! ჯერ ერთი იმ სახელმწიფოს რა ვუთხარი ადამიანებს რომ ავადმყოფობის ფულს აძებნინებს (ყველას – ყველა მოქალაქეს ვგულისხმობ), ქვეყნის ოქროს ფონდს და გენიოსებს, თავიანთი დიდი კუთვნილი შემოსავალი რომ არ აქვთ (როგორც დასავლეთში) და ქვეყანა არ პატრონობს. ეს ერთი და მეორე - რას სთხოვთ მამუკა ჩარკვიანს, იმას, რომ თავის ოპერაციაში ქვეყანა არ გაყიდა და ხელისუფლების „მოსამსახურედ” არ იქცა?!

მადლობა, რა თქმა უნდა, (არაერთხელ უთქვამს მამუკას), მაგრამ „მონა-მოსამსახურეობა” ნურას უკაცრავად და საერთოდ, ქველმოქმედებაში, რომ სამშობლოს გაყიდვას გთხოვენ, იმას ქველმოქმედება არ ჰქვია – ანგარება ჰქვია. აი, ყველას რომ მოგვთხოვეს, ყველამ რომ არ იკადრა და იკისრა დათმობა – ის ანგარება ჰქვია (მე არავის ვადანაშაულებ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, თავისი სიმართლით )!!!

როდის გვექნება ის ქვეყანა ადამიანებს – მოქალაქეებს ზოგადად, მათ შორის გენიოსებს, როცა თავიანთი კუთვნილი საარსებო და სამკურნალო თანხა ექნებათ და იცხოვრებენ?!

მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ღირებულებების სახელმწიფოში შეიძლება ეს მოხდეს. აი, ეს რუსული ოლიგარქიული ბინძური (ტროლ-ბოტური) სისტემა რომ არ გვექნება, მაშინ ვიბრძოლებთ ჩემო მამუ, რადგან, როგორც მე და შენ გვასწავლეს სახლში, “თავისუფლება ლომთა ხვედრია”! - დაწერა თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე