რეზონანსი
(26.07.2022)

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ქორწილის ვიდეოებით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ფოტოგრაფები მშივრები დატოვეს.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა თავად მაქაცარია და აღნიშნა, რომ ის ფოტოგრაფი ქორწილში საერთოდ არ ყოფილა.

"ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვღებულობთ თქვენგან ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა! ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე რასაც გასცემთ ასმაგად, ბევრს არ დავწერ იმაზე რაც "ატყდა" სოც-ქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ. სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ

პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელს გუნდს ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events", - წერს მაქაცარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე