ცნობილი წყვილი ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ, მათი სიყვარულის ისტორია გასულ შაბათს გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. როგორც უკრაინული გამოცემა წერს, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი დაკავებულია. ირაკლი მაქაცარია წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც დღემდე ძალიან პოპულარულია.
„ქორწილის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი შეყვარებულთა პირველი შეხვედრა იყო - როდესაც 20 წლის ლიზა მამამ ირაკლი მაქაცარიასთან მიიყვანა. ნეფემ ცრემლები ვერ შეიკავა და საყვარელი ქალის თვალწინ, თითქმის, ატირდა", - ასე აღწერს უკრაინული გამოცემა ქართულ ქორწილს. უკრაინული გამოცემა წერს, რომ ქორწილი ტრადიციების დაცვით ჩატარდა. „ცალკე ველაპარაკე ლიზას მშობლებს, ვილაპარაკეთ ჩემს განზრახვაზე. მაგრამ ლიზამ არ იცოდა, საერთოდ არავინ იცოდა - არც ჩემმა ოჯახმა და არც მეგობრებმა", - ამბობდა მაქაცარია დაქორწინებამდე.
წყარო: „digest.pia.ge"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე