რეზონანსი
(24.07.2022)

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ქორწილის ვიდეოებით. სწორედ ამ ქორწილს გამოეხმაურა ფოტოგრაფი - დავით ჭალიძე და სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

„რა უხერხულია არაა? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებს არ აჭამეს... ხალხი დილიდან მუშაობს და ლუკმა ვერ გაიმეტეს… ფოტოგრაფებს და ვიდეოგადამღებს ადამიანებად არ გვთვლიან, ასე დამამცირებლად გექცევიან და მერე ეს ხალხი საუბრობს ტელევიზიებში ევროპულ თუ ადამიანურ ღირებულებებზე.  რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მდიდრებს უფრო ეშლებათ ეს და არა საშუალო თუ შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებს. და თან გთხოვენ საჯაროდ არ დაწერო უხერხულიაო, უხერხულია მშიერი რომ მუშაობს ადამიანი და შიმშილისგან გაქანავებს, ეს ხალხი რომ კიდევ ჰუმანურობას იჩენს და სხვის სახელს უფრთხილდება. რამხელა სულგრძელობაა, მაგრამ იმსახურებენ კი“... - წერს ფოტოგრაფი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე