რეზონანსი
(22.07.2022)

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. ტერორისტის მიერ მოკლული 77 ადამიანიდან, ერთ-ერთი ქუთაისელი, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი იყო.

თამთა მშობლების ერთადერთი შვილი გახლდათ. ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ თამთას მშობლებმა 10 წლის გოგონა, ნინი იშვილეს, რომელიც სოფიალურ ქსელში ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს.

„მე-11 წელი, იგივე ემოციებით და განცდით. უსასრულოდ გაგრძელებული მწუხარება... ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის...", - წერს ნინი ლიპარტელიანი და თამთას ფოტოს აქვეყნებს:

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე