რეზონანსი
(22.07.2022)

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ემიგრანტი ემუქრება.

„10 დღეა ვიღაცა კაცი მწერს, მირეკავს… ბოლო სიტყვებით მაგინებს, მემუქრება, აკუწვას, დაწვას, მანამდე და მერე გაუპატიურებით მემუქრება, თან გეი ხარო მეძახის...

დღეს ვუპასუხე, რას მერჩი მეთქი?

ბიძინას ოჯახს თავი დაანებე, თორემ ოდესმე გავიმართები, დავბრუნდები ემიგრაციიდან და სახეს მოგაჭამო;

ანუ ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნიდანაა გადახვეწილი და 6-მილიარდიან ბიძინას იცავს", - წერს მაქარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე