რეზონანსი
(22.07.2022)

თინა ხიდაშელმა გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან" ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა და ერთი შემთხვევა გაიხსენა:

"7 წლის წინ შეცდომით მითხრეს, რომ ისეთი ტიპის სიმსივნე მქონდა და თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი ოთხშაბათს, ვეღარ გადავრჩებოდი. საქართველოში ერთ-ერთმა ძალიან გამოჩენილმა ექიმმა მითხრა, რომელსაც ახლაც ბევრი პაციენტი აკითხავს. საუბარი იყო ფარისებრი ჯირკვალი სიმსივნეზე.  მე ეს გადავამოწმე ოღონდ არა საქართველოში, რადგან შეუძლებელია ადამიანი ასე სასიკვდილოდ ყოფილიყო გადადებული და ისე ეგრძნო თავი როგორც მე ვიყავი. ეს მაშინ მოხდა, როცა თავდაცვის მინისტრად დავნიშნე. იქედან 2 თვეში. და ჩემმა საქმიანობამ გადამარჩინა, რადგან თითქოსდა დანიშნული ოპერაციის მეორე დღეს, ანუ ხუთშაბათს უმნიშვნელოვანესი ვიზიტი მქონდა ამერიკაში. ამიტომ ოპერაციაზე უარი ვთქვი და ასე გადავიტანე ის ერთი კვირა, მერე კი დავიწყე გადამოწმება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე