რეზონანსი
(21.07.2022)

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. მელიტა ფურცელაძე ერთი თვის წინ გარდაცვლილი მუსიკოსის ერთ-ერთ ვიდეოს აქვეყნებს და შვილის შესახებ წერს:

„როგორი ბედნიერი იყავი დე... როგორ დამტოვე ერთი თვე ხდება უშენოდ დედი, გაუსაძლისი, უაზრო ერთი თვე, ყველგან შენ გეძებ, ყველგან შენი ხმა მესმის, მინდა მაგრად დავხუჭო თვალები და აღარ გავახილო დე ვერ ვუძლებ, ვეღარ ვუძლებ, ვგრძნობ როგორ მელევა ძალა თანდათან, რა საშინელი და არანორმალური მონატრებაა შვილო, რა ვქნა ....", - წერს მელიტა ფურცელაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე