რეზონანსი
(21.07.2022)

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 5 დღეა, თავს შეუძლოდ გრძნობს.

როგორც თავად წერს, აწუხებს სურდო, სიცხე და ძვლების ტკივილი.

"5 დღეა უსასწაულესი გრიპი მაქვს, სიცხე, თავის და ძვლების ტკივილი, ხველება. თვალს რომ ვახელდი და აქ შემოვდიოდი ისეთი ამბები მხვდებოდა ჩემს სიცხეს ვაბრალებდი და აგონიაში ვართქო ვიმშვიდებდი თავს. ხოდა დღეს აგერ მოვიხედე, უკეთ ვარ, მეილიც გავხსენი და ეს ამბავი დამხვდა და ხომ კარგად ვარ ნეტავ", - წერს ხიდაშელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე