რეზონანსი
(17.07.2022)

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოსო გოგაშვილის მეუღლესთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს და თეა მარტყოფლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

" სოსო გოგაშვილის ცოლი დღემდე მუშაობს გაზის ტრანსპოტირებაში, 6 ათასი აქვს ხელფასი, დასაქმებული ყოლია ყველა ნათესავი (20 კაცამდე) უდიდეს კაბინეტში ზის და ცხვირზე ბუზს არ ისვამს.

ის მაინტერესებს როდის მიდის სამსახურიდან თავის ნათესავ-დაქალებთან ერთად?! მიშას დრო იყოს ახლა კაბინეტში კი არა ციმბირის ელექტრიჩკაზე იჯდებოდა.

ჰოდა, გეყოთ ეს დემოკრატია და ზედმეტი ლოიალობა, დაატოვებინეთ ამ ქაჯ ქალს სამსახური თავის დამქაშებიანად!" - წერს ნათია ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე