რეზონანსი
(15.07.2022)

დეა აფ­ცი­ა­უ­რი, რო­მე­ლიც ოთო აბე­სა­ძის მე­უღ­ლეა, სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სოსო გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს და მას უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს.

რო­გორც აფ­ცი­ა­უ­რი წერს, სწო­რედ გო­გაშ­ვი­ლის „არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა მისი მე­უღ­ლე 2017 წელს ცი­ხე­ში".

„ბა­ტო­ნო სოსო, ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, თქვენ­ნა­ი­რი მშობ­ლე­ბის გამო შვი­ლე­ბი, რომ იჩაგ­რე­ბი­ან, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენ ხართ დამ­ნა­შა­ვე. თუმ­ცა თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო 2017 წელს მშობ­ლე­ბი­ან-შვი­ლე­ბი­ა­ნად შე­ი­წი­რეთ მთე­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა, რო­მელ­საც დღემ­დე ვმკურ­ნა­ლობთ.

თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა ჩემი ქმა­რი ცი­ხე­ში, თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო გარ­და­ეც­ვა­ლა ბა­ბუა, თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო და­მი­ზი­ან­და ფი­ზი­კურ-მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და გაგ­ვიმ­წარ­და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი.

თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო თეთ­რი კა­ბის მა­გივ­რად, გლ­და­ნის ცი­ხის კედ­ლებ­ში მო­ვა­წე­რე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ხელი, თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო დავ­დი­ო­დი ყო­ველ­დღე „პე­რე­და­ჩებ­ზე" ისე, რომ არ ვი­ცო­დი, კიდეv 1 თვე, 1 წელი თუ 10 წელი მო­მი­წევ­და გლ­და­ნის ცი­ხე­ში ესე სი­ა­რუ­ლი.

სა­ბო­ლო­ოდ, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს იმ ად­გილს, სა­დაც უსა­მარ­თლოდ ხვდე­ბა და სხვე­ბი იკა­ვე­ბენ იგი­ვე ად­გილს სა­მარ­თლი­ა­ნად... გპირ­დე­ბით, პირ­ველ ხილს და წვენს მე შე­მო­გაწ­ვდით „პე­რე­და­ჩა­ზე". კარ­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოა ჩვენ­ნა­ი­რი მოკ­ვდა­ვე­ბის­თვის, ბა­ტო­ნო სოსო" - წერს დეა აფ­ცი­ა­უ­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე