რეზონანსი
(15.07.2022)

სამტრედიაში 4 წლის გოგონა დაიღუპა. იგი აივნიდან 9 ივლისს გადმოვარდა. გარდაცვლილ მაშო ადეიშვილს სულისშემძვრელი პოსტებით ემშვიდობებიან.

“საავადმყოფოში, დილის ხუთ საათზე, დედის კივილი ცას წვდებოდა, სული გამეყინა, გავქვავდი”, - წერენ სოციალურ ქსელში.

მედიკოსები გოგონას გადარჩენას რამდენიმე დღე ცდილობდნენ, თუმცა, გაამთენიისას პაციენტი დაიღუპა.

წყარო: გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე