რეზონანსი
(14.07.2022)

მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც მას სიმღერით პუტინის გინებისთვის ლანძღავენ:

"2009 ში ვიმღერეთ პირველად სიმღერა "We Dont wanna Put in"

იმის მერე რამდენჯერ მაქვს ნამღერი ამ 13 წლის განმავლობაში, თეორიულად ვერ დაითვლება.

რაც ლაივ კონცერტებს ვმართავ, ყველგან ამ სიმღერას ვმღერივარ.

რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ის "პუტინ ხ...ო" ჩავამატეთ.

არარის ხოლო, ტერორისტი და ბავშვების მკვკელი?

გგონიათ რომ ჩემს გამო ომს დაიწყებს?

(თუ ესე გგონიათ, მაშინ არარის კარგად თქვენი საქმე)

რაც შეეხება იმას, 2008 ში ბილეთი ავიღე და გავიქეცი ქვეყნიდან... კი ბილეთი ავიღე, ოღონდ პირიქით, საფრანგეთიდან და სასწრაფოდ ჩამოვფრინდი, როცა ომი დაიწყო ჩემი ორი თვის შვილთან და ოჯახთან და აქ ვიყავი სულ.

მე ვარ მუსიკოსი, ეს არის ჩემი გამოხატვის ფორმა.

თქვენ კიდე საკუთარი სახელებით დარეგისტრირებული ქართველები ( ზოგს რუსულად გიწერიათ სახელი და გვარი) ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში.

"აბა ჩადი და პირში უთხარი" - ჩავდიოდი და უნდა მეთქვა, ევროვიზიას შეეშინდა და დამბლოკეს. მტკიცედ მივდიოდით. მაგის შემდეგ ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში ვიმღერეთ ეს სიმღერა, შიში თუ იყო, აქამდე იქნებოდა...

მოვრჩი ამ თემაზე საუბარს.

არ მეცალა აქამდე, სულ გზაში ვართ და ვმუშაობთ, თქვენგან, მოცლილებისგან განსხვავებით", - წერს სტეფანე.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, სტეფანემ კონცერტზე სიმღერა "PUTIN KHUYLO" შეასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე