რეზონანსი
(13.07.2022)

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა 13 ივნისის სავსემთვარეობისა და მის გავლენებზე საუბრობს. ასტროლოგი ამბობს, რომ მიმდინარე პერიოდში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, რაც საჯარო 2 კვირის შემდეგ გახდება.

ამასთან ბზეკალავა აცხადებს, რომ შესაძლოა, ეპოქალური ადამიანების გარდაცვალების შესახებ შეიტყოს საზოგადოებამ, რომელიც მსოფლიო მასშტაბის იქნება. სავსე მთვარის დროს ზოგადად მოჭარბებულია ენერგია, რაც იწვევს დაძაბულობასა და კონფლიქტებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომელ ნიშანში ხდება სავსემთვარეობა, ამ შემთხვევაში გვაქვს თხის რქაში, რაც „მოგუდულ აგრესიას“ გამოიწვევს, ჩუმ და კულუარებში მოქმედებას. სხვათა შორის  ეს განსაკუთრებით მაღალ ეშელონებს შეეხება. იქნება ტენდენციები, რომ კულისებს მიღმადან მართონ სიტუაცია, შესაძლოა, მაღალ რანგში მიმდინარეობდეს წმენდა, თუმცა ამას ჩვენ 2 კვირის შემდეგ გავიგებთ. აქვე გეტყვით, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლოა, ამ ქვეყნიდან წავიდნენ ეპოქალური ადამიანები, მათ შორის ხელოვანები, უფრო ალბათ ქალები, რაც გამოიწვევს დიდ რეზონანსს. მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზეა საუბარი“, - განაცხადა სოფია ბზეკალავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე