რეზონანსი
(11.07.2022)

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ასევე ემიგრანტი ამერიკაში მცხოვრები მზია წერეთელი ავრცელებს:

„ჩაქრა კიდევ ერთი სიცოცხლე ამერიკის მიწაზე. ქალბატონი ალმა მაქაძე. ქალი - ყველას ხელის გამმართავი. ქალი ქველმოქმედი. ქალი ყველას გულშემატკივარი... ბევრი მინდა დავწერო, მაგრამ ცრემლი არ მაძლევს საშუალებას... აღარ გვყავს ემიგრაციის დედოფალი... ბედნიერი ვარ, რომ ალმას ჩემს მიერ ორგანიზებულ საღამოზე ბედნიერი წუთები ვაჩუქეთ. მადლობა ჟიურის წევრებს ბატონ, ირაკლი შარაძე, ლევან შენგელია, გიორგი მეცამეტე ეს გადაწყვეტილება, რომ მიიღეთ.. თვალწინ ელვის სისწრაფით გაიელვა მთელმა საღამომ.. „თქვენ მე მთელი სამყარო და სიცოცხლე მაჩუქეთო", - ეს მისი სიტყვებია გემშვიდობებით საყვარელო ქალბატონო. ნათელი და მარადიული სასუფეველი შენს სულს" - აღნიშნულია პოსტში.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე