რეზონანსი
(06.07.2022)

გურიაში, 5 წლის ბავშვმა გველი დაიჭირა. ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად ბავშვის დედა აქვეყნებს და წერს, რომ გაოგნებული დარჩა:

,,ჩემმა 5 წლის ბიჭმა დაიჭირა, სახლში მოიყვანა და ეთამაშება. გველი თავის ადგილზე დავაბრუნეთ, უსაფრთხო გარემოშია.

გავოგნდი, რომ დავინახე, არ მჯეროდა, რომ გველი ჰყავდა ხელში.

არ ვიცი, ამ ასაკში რამდენად კარგი ან ცუდია, მაგრამ ზოგადად შიში არ აქვს არაფრის, ძლოკვებს და ჭიაღუებსაც იჭერს. სოფელში მხოლოდ ზაფხულშია და მართლა მიკვირს“, - წერს ბავშვის დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე