რეზონანსი
(05.07.2022)

„მთავარი არხის” ოპერატორმა ლევან კალანდიამ საქართველო დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზებზე მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა და 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.

"მე როგორც კი მივედი, დაგვესივნენ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა, თუ რომელი არხი იყავი. ყველას ერთნაირად გვისწორებოდნენ... ფიზიკურად გაგვისწორდნენ, კამერები დაგვიმტვრიეს, ფეხქვეშ გაგვითელეს...

25 წელია ბავშვობიდან ტელევიზიაში ვმუშაობ და ვერც ვიფიქრებდი იმას, რომ ოდესმე სხვა ქვეყანაში წავიდოდი...

მანქანები გვიჩერებდნენ, გვაფურთხებდნენ და გვაგინებდნენ. იძულებული გავხდი რომ დამეტოვებინა ქვეყანა. ამასთან ერთად, ფინანსურადაც გვიჭირს საქართველოში და არ იყო იმის საშუალება, რომ მე მანდ დავრჩენილიყავი", - ისაუბრა ლევან კალანდიამ "მთავარი არხის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე