რეზონანსი
(05.07.2022)

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" 11 წლის შემდეგ იხურება. როგორც წყარომ თქვა, სერიალის გადაღების შეწყვეტის მიზეზად უსახსრობა სახელდება. წყაროს თქმით, ტელეკომოანია "ფორმულას" ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ხელფასების გადახდა თანამშრომლებს უგვიანდებათ.

ცნობისთვის, სერიალის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე "ჩემი ცოლის დაქალების" დახურვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ არის განთავსებული, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სერიალი გადაღებებს წყვეტს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილი 9 ივლისს ტელეკომპანია "ფორმულასთან" იკრიბება, რათა გადაწვეტილება გააპროტესტოს.

შეგახსენებთ, სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გადიოდა.

წყარო: tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე