რეზონანსი
(04.07.2022)

ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მისი თქმით, ამის მიზეზი 5 ივლისი გახდა, როცა მოძალადეები მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ. მაშინ ლექსომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მირანდა გადარჩენილიყო. თვითონ მძიმედ დაშავდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

„ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად, ადამიანურად. სწორედ ამ მძიმე წლის დამსახურებაა, რომ ტაიმ აუტი ავიღე ამ პროფესიაში და წავედი საქართველოდან, მაგრამ არა იმიტომ, რომ გავექეცი მოვლენებს, არამედ იმიტომ, რომ 5 ივლისმა ეს შედეგი დააყენა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით“, – ისაუბრა მირანდამ ,,პირველი ხაზის” ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე