რეზონანსი
(04.07.2022)

ტელეკომპანია ,,პოსტ ტვ”-ის დღის გადაცემა სამ ქალბატონს მიჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი თამთა კვარაცხელიაა. რომლის თვალისმომჭრელი გარეგნობის მიღმა არანაკლებ საინტერესო ახალგაზრდა ქალია –  მიზანსწრაფული, განათლებული, ზრდილობიანი, კარგი მეტყველებით. თამთა მარტოხელა დედაა, პატარა ბიჭუნას ზრდის, 10 წლის გეგას. მის ცხოვრებაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტრაგედია მოხდა.

„მე და ვანიკო სადაღაშვილმა სიყვარულით შევქმენით ოჯახი. ბედნიერი ვიყავი, მქონდა საინტერესო საქმე, მყავდა მზრუნველი მეუღლე, პატარა შვილი… 2016 წელს ვანიკო მოულოდნელად გულის შეტევით გადაიცვალა. არაფერი აწუხებდა. შემდეგ გაირკვა, რომ მის პაპას ახალგაზრდა ასაკში გულმა უმტყუნა. არ ვიცი, შეიძლება მასაც ჰქონდა გულის პრობლემა დაფარულად.

ტრაგედიის შემდეგ არ ჩავთვალე გამართლებულად, ეკრანზე გასართობ გადაცემაში დავრჩენილიყავი, ჟურნალებში ,,ყვითელი” ამბები წამეყვანა. დავიწყე მუშაობა ბანკში, სადაც 8 წელი დავყავი…

არ მიყვარს ამაზე საუბარი და ახლა პირველად ვყვები. ურთულესია ასეთი რეალობის წინაშე დადგომა. დაკარგო საყვარელი ადამიანი და გააგრძელო ცხოვრება, მაგრამ შევძელი. მყავს არჩვეულებრივი გეგა, რომელიც, რაც უფრო იზრდება, უფრო ემსგავსება მამას“, - განუცხადა "სარკეს" ტელეწამყვანმა.

წყარო: სარკე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე