რეზონანსი
(02.07.2022)

მესაზღვრე პაველ პიკოვეცმა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ „აზოვსტალში“ აიყვანეს , იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ექცევიან რუსები უკრაინელ პატიმრებს.

"არ ვიტყვი, რომ იქ გვაწამებდნენ. ჩვენ, აზოვსტალელებს, რაღაც სხვანაირად გვექცეოდნენ. შესაძლოა, პატივს გვცემდნენ ან ეშინოდათ.

ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, ვიცოდი ვისთვის - ჩემი მეუღლისთვის და ქალიშვილისთვის. ვამბობდი: ისინი მელოდებიან, მე უნდა დავბრუნდე“, - განაცხადა უკრაინელმა მესაზღვრემ.

პაველ პიკოვეცი რუსების ტყვეობაში 15 აპრილის შემდეგ იმყოფებოდა.

წყარო: tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე