რეზონანსი
(30.06.2022)

თემურ წიკლაურის შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილი ამბობს, რომ ცნობილ ბაბუასთან ძალიან მეგობრობდა: 

„ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით. ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა. დავემთხვიეთ ამ ცხოვრებაში და მე შვილიშვილი ვიყავი, ის კი ბაბუა. იყო ჩემი მასწავლებელი, მეგობარი…“

ანდრო აღნიშნავს, რომ მუსიკა, რომელსაც თავად ქმნის, სარელაქსაციო, სამედიტაციო ხასიათისაა. როგორც ახალგაზრდა მუსიკოსი ამბობს, მალე კოსმოსში რამდენიმე ათეული ნამუშევარი გაიგზავნება: „კოსმოსში გაიგზავნება სულ 30 ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი იქნება. 15-წამიანი სიგნალები იგზავნება. ჩემს კომპოზიციას ჰქვია „კოსმიური ტბის გამჭვირვალობა“ და ამ მუსიკის ისეთ სიხშირეზე კონვერტაცია ხდება, რომ გაიგზავნოს კოსმოსში. 4 ოქტომბერს პირდაპირი რეისით გაფრინდება მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტისკენ და ადგილზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა“, - უთხრა ჟურნალ „სარკეს“ ანდრო გოგიბედაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე