რეზონანსი
(30.06.2022)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ კორონავირუსის შესახებ საუბრობს და კვლავ მოსახლეობის რეინფიცირების შესახებ წერს:

"სამწუხაროდ, საქართველოში ადრე მიღებული/ჩამოყალიბებული პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტი, ანუ თითქმის ყველა, ვინც დაინფიცირდა საქართველოში 2022 წლის აპრილამდე (მოსახლეობის თითქმის 80%), არ არიან დაცული ომიკრონისგან!

ანუ ადრე (აპრილამდე) ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან (რეინფიცირება).

ისინი, რომელთა ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვეზე მეტია გასული, სავარაუდოდ, დაინფიცირდებიან!

კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი არის ვერაგი!

ეს არის ფაქტი!

ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე