რეზონანსი
(29.06.2022)

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ამბობს, რომ ბოლო კვირაა მას ყელის ტკივილთან ერთად, სურდო და არანორმალური ოფლიანობაც აწუხებს.

„მე არ ვიცი, ზოგადად არ ვარ ხშირი სიცხე-ხველების ან ვირუსების მატარებელი, რაც ჩემი ბავშვობა და შემდგომი წლები მახსოვს...

ბოლო ერთი კვირაა თავს არ მანებებს ყელი, სურდო, არანორმალური ოფლიანობა.

მეც და ხათუნასაც დაახლოებით ერთნაირი სიმპტომატიკა, კოვიდი გამოირიცხა, ხო არ იცით ზოგი რას ამბობს ზოგი რას. სიცხე ამ წამს გავიზომე 37.5 დღეს პირველად. რამე ახალი ვირუსია და არ ვიცი, ეს მაინტერესებს??", - წერს ზურა ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე