რეზონანსი
(29.06.2022)

მომღერალმა ნინო ქათამაძის აზრით, არჩევანი არ გვაქვს, საით უნდა წავიდეთ, ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, უნდა წავიდეთ წინ.

„65 წლის რომ ვიქნები კიდევ კობახიძეს უნდა ვუყურო? ჩვენ ქვეყანას სჭირდება თავისუფლება, განვითარება, მეცნიერება, კულტურა და არავითარი მინისტრები. ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული ინსტიტუტები. მე არ უნდა ვუყურებდე მინისტრს თავლებში, გამარჯობას მეტყვის თუ არა, რომ ხვალ დამიფინანსებს თუ არა პროექტს. მე დამოუკიდებლად უნდა შემეძლოს ჩემი საქმიანობის წარმართვა. აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ადამიანები, ხელისუფლება, რომ ის იქნება ვალდებული და პასუხისმგებელი, რანაირი ფორმის კითხვა უნდა მქონდეს მე.

საქართველოს არასოდეს არ ეშინოდა ბრძოლის და რა შეგვჭამეს, თუ საბრძოლველია რატომ არ უნდა იბრძოლოს ქვეყანამ. არასოდეს ეშინოდა და ამდენი საუკუნის იმიტომ არის, რომ სულ ბრძოლაში იყო, არასდროს თავს არ ესხმოდა, ერთადერთი ეს პარლამენტია თავს რომ გვესხმის და რა უნდათ?”, – ამბობს ქათამაძე, რომელსაც საიუბილეო 50 წელი აგვისტოში უსრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე