რეზონანსი
(21.09.2023)

ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა - საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6884 შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი.

აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე