რეზონანსი
(21.09.2023)

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გელაშვილი გაიტაცეს და სცემეს - ლექტორი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა, ნაცემი ლექტორი კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა, ექიმების მცდელობის მიუხედავად მის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თანამშრომლებისა და ოჯახის ერთ-ერთი ვერსიით, ანგარიშსწორება ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

მათივე ცნობით, გამოძიებაც ამ მიმართულებით მუშაობს.

„ის გარდაიცვალა მიყენებული ტრავმების შედეგად. გამოძიებას ერთი პირი ჰყავს დაკავებული, ველოდებით შედეგებს. ერთადერთი ვიცით, რომ ეს არ უკავშირდება სამეცნიერო ან აკადემიურ საქმიანობას. მთავარი ვერსია მისი ბიზნესია", - აცხადებს გარდაცვლილი კაცის კოლეგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე