რეზონანსი
(08.05.2024)

გორის მუნიციპალიტეტში სასაფლაოზე ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა.

31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ნინო შემაზაშვილია.

ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

“შვილის მფარველი ანგელოზი ხარ ნინ…..

მარადისობა შენ სულს ჩვენო ლამაზო”

წყარო: მიქს.მეტრონომი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე