რეზონანსი
(08.05.2024)

2 მაისს სამი მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მაისობის დღესასწაული აღინიშნებოდა. მანქანა სველ გზაზე მოუსრიალდათ, მართვა დაკარგა და მდინარე ნაკრაში გადავარდა. ეკა ვიბლიანი, საბა გვარმიანი, გიორგი ვიბლიანი მეთორმეტეკლასელები იყვნენ, მალე ბოლო ზარი უნდა ეზეიმათ…

საბა გვარმიანი რამდენიმე წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ ამბით, თუ როგორ გადაარჩინა სულ პატარა არჩვი. ის ტყიდან ძაღლებისგან დაკბენილი მოიყვანა, უმკურნალა, ობოლა დაარქვა და შვილივით გაზარდა.

„ეს ის სიყვარულით სავსე ბავშვია, ტყეში პატარა, უმწეო არჩვი რომ იპოვა და საკუთარი შვილივით უვლიდა. დღეს საბამ თავის ორ მეგობართან ერთად დაგვტოვა. მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები“, – წერს ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.

„საბა, ჩვენო ძმაო და მეგობარო. როგორ გვიყვარხარ, საბა, ჩემი ძმის განუყრელო ბიჭო! 

უფალო, შენც გამორჩეულები გინდა?” – წერს მარიამ ანსიანი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე