რეზონანსი
(04.05.2024)

ჟურნალისტი ანი კიკნაძე მიმართვას აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რომელი სპორტსმენი რას დაწერს არ არის საზოგადოების საქმე:

"არავის დირექტორები არ ხართ! 

დაასრულეთ ეს ნეობოლშევიზმი და სპორტსმენების "კედლებზე" ბოგინი. თქვენი გადასაწყვეტი არაა რატომ დაწერა ბუდუმ და რატომ არ დაწერა კვარამ! ან რას დაწერენ და არ დაწერენ შემდგომში!

რას დაემსგავსეთ, ცოტა შორიდან შეხედეთ თქვენს თავებს! წითლებსაც ეგონათ თავის დროზე, რომ მხოლოდ მათი აზრი იყო ჭეშმარიტება. დაივიწყეთ ეს სისულელე! მიეცით ამ ბიჭებს საშუალება კონცენტრირდნენ თავიანთ საქმეზე.

მთელი საზოგადოება გადაინაწილეს, ჩემიანი, იმისიანი, მტერი, სწორი მხარე... ძაან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევთ თავებს?! ორივე ბანაკს გეხებათ ეს! არავის ზედამხედველები არ ხართ და მორჩით ამ პავლიკ მოროზოვობანას.

ეს მშვიდი ადამიანი გამომიყვანეს მაინც წყობიდან.  ხელი არავის წაგიცდეთ და სისულელე არ დამიწეროთ აქ!" - დაწერა ჟურნალისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე