რეზონანსი
(30.04.2024)

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თავმდჯომარე გიორგი კეკელიძე წერს, რომ მან ფეხი დაიზიანა.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, კეკელიძემ ტრავმა ძაღლების გასეირნების დროს მიიღო. ამასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში მიმართვაც გაავრცელა.

"დილით ვასეირნებდი, ძუნძულისას მუხთალი ორმო გამოტყვრა და აჰა, ახლა ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ხომ დავმართეთ კაი საქმე, გარეთ გასვლის დრო რომ შეგვიმცირაო.

დღეს ორხევში უნდა შევხვედროდი მოსწავლეებს, ხვალ - სხვაგან და ა.შ. ბოდიშს ვუხდი ყველას. აუცილებლად მივალ. ამ იძულებით დროს კი წერა-კითხვის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებ", - წერს ის.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძე ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. 40 წლის მწერალი დიდი ზარზეიმის გარეშე დაქორწინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე