რეზონანსი
(19.04.2024)

17 აპ­რილს, 83 ხმით 0-ის წი­ნა­აღ­მდეგ - ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. მხარ­დამ­ჭერ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის იყოს მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა, რო­მე­ლიც ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან..."

უკვე წლე­ბია, რაც ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში დიდი რაგ­ბი­დან წა­სულ და­ვით კა­ჭა­რა­ვა ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. წყვილს 14 მარტს სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი ილია კა­ჭა­რა­ვა შე­ე­ძი­ნათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მათ შო­რის ინფლუ­ენ­სე­რე­ბის­გან, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხოვ­და.

ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­მა „ინ­სტაგ­რამ­ზე" ბოლო პოს­ტი ორი დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა., რო­მელ­შიც ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქა­ლებს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბი­სა და მუც­ლის მო­შო­რე­ბის­თვის ვარ­ჯიშს ას­წავ­ლის. კო­მენ­ტა­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია, ქე­თის ქმრის სტა­ტუსს ახ­სე­ნე­ბენ და წე­რენ, რომ ვარ­ჯი­შის მა­გი­ერ, ახლა „რუ­სულ კა­ნონს" უნდა აპ­რო­ტეს­ტებ­დეს.

„ყო­ველ­დღე ვა­მოწ­მებ­დი შენს „ინ­სტაგ­რამს", მა­ინ­ტე­რე­სებ­და, და­წერ­დი თუ არა რა­მეს... არაფ­რის მომ­ცე­მია შენი სი­ტყვე­ბი, ნული ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ვი­თომ ძა­ლი­ან გა­დარ­დებ­დეს ეს სი­ტუ­ა­ცია და გული შეგ­ტკი­ო­დეს ხალ­ხსა თუ შენს ქვე­ყა­ნა­ზე, მონა".

„შენ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში გინ­და ცხოვ­რე­ბა? ამ დროს შენი სა­მარ­ცხვი­ნო ქმა­რი, შენი შვი­ლის მამა, ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი, რას შვე­ბა? აი, იმას უთხა­რი ეს, რომ არ გინ­და საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში შენი შვი­ლე­ბის გაზ­რდა, არა­მედ ევ­რო­პა­ში! შენი მო­ღა­ლა­ტე, ორუ­ჯრე­დი­ა­ნი სა­მარ­ცხვი­ნო ქმა­რი იმ 83 კაც­ში თი­თის დამ­ჭე­რი, აი, მას უთხა­რი ეს! ფა­რი­სევ­ლუ­რი „სთო­რი" ვი­თომ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ გინ­და ცხოვ­რე­ბა, ეს იმი­ტომ რომ ყვე­ლა შენ­მა კო­ლე­გამ გა­ა­ზი­ა­რა და და­ცინ­ვის შე­გე­შინ­და! გრცხვე­ნო­დეს ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი, კა­პი­კია შენი სტუ­დი­ე­ბის! მიღ­წე­ვე­ბის და ინფლუ­ენ­სე­რო­ბის ფასი!"

ამ ში­ნა­არ­სის არა­ერთ კო­მენ­ტარ­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის პო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კე­ბენ, თუმ­ცა ქე­თის ექო­მა­გე­ბი­ან კი­დეც:

„ამ გო­გოს­გან რა გინ­დათ, თუ ამის ქმა­რი "ქო­ცია"?! იმ 82-ის ცო­ლებ­საც შე­უ­ვარ­დით და ლან­ძღეთ „ინ­სტაგ­რამ­ზე". ღმერ­თო, რა­საც ვგმობთ, იმას აკე­თებთ თუ რა ჯან­და­ბა გჭირთ?! წა­დით კა­ჭა­რა­ვა­საც აქვს თა­ვის ინ­სტაგ­რა­მი და სხვა 82-საც და და­უ­წე­რეთ! და­დე­ქით აქ­ცი­ა­ზე და და­უ­დე­ქით სპეც­რაზმს წინ, ამომ­ფა­რე­ბი­ხართ აქ კლა­ვი­ა­ტუ­რას, მარ­თლა რა­მის გამ­კე­თებ­ლე­ბი იყოთ რა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დგა აქ­ცი­ა­ზე და აქ არ­ცერ­თი არ აქვს კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რის დრო, უსაქ­მურ­თა ხრო­ვა."

ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში ქე­თის გა­მომ­წე­რი ეკი­თხე­ბა:

„კა­ჭოს­გან" შვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნეთ, არ გრცხვე­ნი­ათ?" - ამ კო­მენ­ტარს ტან­მო­ვარ­ჯი­შემ სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­თი უპა­სუ­ხა.

„არ გა­ვურ­ბი­ვარ არა­ფერს, უბ­რა­ლოდ, რაზე გი­პა­სუ­ხოთ, ამ კი­თხვებ­ზე? არ ვა­პი­რებ პა­სუ­ხის გა­ცე­მას. მა­შინ „ან­ფო­ლოუ" გა­მი­კე­თე, ნუ „და­მა­ფო­ლო­ვებთ" თუ ასე­თი ცუდი ვარ. ძა­ლი­ან სა­წყე­ნია..." - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე