რეზონანსი
(12.04.2024)

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სოციალურ ქსელში ოჯახისწევრებისა და ნათესავების გამოსამშვიდობებელი წერილები ვრცელდება:

"ჩემო ძმაო, ჩემო ზურა როგორ მენანები მიწისთვის 12 აპრილი მუდამ ტრაგიკული იქნება ჩვენი ოჯახისთვის უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. მოგვცეს უნარი გავუძლოთ ამ დიდ ტრაგედიას... უფალს ებარებოდეს შენი სპეტაკი სული გვეყვარები და გვემახსოვრები მუდამ ცოცხალი"

„ზურა შვილო, რა ჩუმად უთქმელად შეუწუხებლად წახვედი. როგორ მინდა მოგფერებოდი და მეთქვა რა გაწუხებდა, ეგებ კი დაგხმარებოდი. ვინ იცის რამდენი ტკივილი წაიღე შენი გაბრიელი, თეკლა როგორ გეძნელებოდა ალბათ მათი დატოვება. თეონა როგორ მიატოვე თქვენ ხომ განსაკუთრებულად გიყვარდათ ერთმანეთი ჩემო კეთილო მორიდებულო, ოჯახზე უზომოდ შეყვარებულო. რა ძნელია რომ ვერ დაგიტირებ, ზურა შვილო, მეცოდები მენანები ასეთი ახალგაზრდა მიწისთვის. მშვიდობით შვილო ზურა, მიყვარხარ, მსუბუქი იყოს უცხო ქვეყნის მიწა შენთვის. გაცხონოს უფალს შევთხოვ, მიყვარხარ და მომიტევე ოდესმე თუ გაწყენინე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე