რეზონანსი
(10.04.2024)

ნანუკა გულუა ყაზახეთში მომხდარ ფემიციდის შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ემოციურ წერილს აქვეყნებს.

"ამ გოგოს ამბავმა გამაქვავა, ამ კაცის ხორცის ამოგლეჯვის სურვილი მიჩნდება და სერიოზულ მკვლელს ვგრძნობ ჩემში როცა ვისმენ ისტორიებს და ვუყურებ მოკლულ ქალებს“, - წერს ნანუკა გულუა. 

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კუანდიკ ბიშინბაევმა, ცოლს, სალტანატ ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა. 

სასამართლოს მსვლელობისას, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლიდანაც დასტურდება, რომ ბიშინბაევი ცოლს რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე