რეზონანსი
(17.01.2022)

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უშუალოდ მათთვის, ვისთვისაც მისი განცხადება მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა:

"დევნილების ბინებზე სტატუსი რომ დავწერე, ყველამ ერთხელ უნდა მიიღოს ეს ბინა და შვილებმა და შვლიშვილებმა კი არა-თქო, ისეთი ამბები ატყდა სოციალურ ქსელში მტრისას, სააგენტოებმა ხო გაიხარეს  რეიტინგები დაწერეს ჩემი პოსტით და მის ქვემოთ კომენტარებია -მეორედ მოსვლა. ჰოდა, ახლაც აქედან გაგცემთ ყველას პასუხს. 

თქვენ  რომ შიშვლები მოდიოდით გაუბედურებულები, ბევრი დევნილი სოხუმის აეროპორტში, მანქანებს ტენიდა თვითმფრინავში და დაჭრილებს  ტოვებდა, ეს ფაქტებიც იყო და ეს ისტორიები თავად გია ყარყარაშვილს აქვს ჩემთვის მოყოლილი, თქვენ რომ გამოასწარით და სახლები დატოვეთ, იმ სახლებს ჩემი თბილისელი ბიჭები იცავდნენ მერე და ეწირებოდნენ, ხოდა ცოტა ფითილებს დაუწიეთ. ჩემი ძმა 19 წლის ბიჭი  მოხალისედ წავიდა სოხუმში საბრძოლველად, როცა თქვენ აქ თბილად იყავით მოკალათებული, ხოდა ვის არ გავუღეთ კარი,ვინ არ მივიღეთ, ვის  არ ჩავაცვით? ვის ვაგრძნობინეთ თავი დევნილად, თან გადვყევით ყველას, ხოდა ახლა ენები ნუ წაიგრძელეთ ძაან, ისე სულ მაინტერესებს, ჩვენთან რომ ყოფილიყო ის უბედური ომი, თბილისში რომელი სოხუმელი, გაგრელი, წამოვიდოდა ჩვენს დასაცავად, მე გეტყვით არც ერთი!  ბინები უნდა მიიღოს ყველამ და სამართლიანად, ასეა ეს!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე