რეზონანსი
(17.01.2022)

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მეუღლის ფეხმძიმობისა და ახლად შეძენილი პატარას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მარიტას ორსულობისას ერთი ისეთი ეპიზოდი გამოიარეს, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა გააკეთებს განცხადებას.

„ფეხმძიმობის პერიოდი ძალიან ტკბილი იყო, თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როცა მარიტას კოვიდი ჰქონდა. მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს, თავიდან შეგვეშინდა, ვნერვიულობდით, რადგან მედიაში გვესმოდა, რომ ამ ვირუსით ფეხმძიმეები იღუპებოდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მარიტა რამდენიმე დღე დავაწვინეთ კლინიკაში და საბედნიეროდ, ვირუსი მსუბუქად გადაიტანა, მერვე თვეში აიცრა კიდე და ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. სხვა მხრივ ფეხმძიმობამ მშვიდობიანად ჩაიარა. მარიტას განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, არც ტოქსიკოზს შევუწუხებივართ...", - ამბობს გიორგი გასვიანი.

მან ასევე შვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პატარა გალა ორივეს ჰგავს.

„ორივეს გვგავს. რომ დაიბადა, ყველამ თქვა, გიორგის ჰგავს და მეც რომ ვუყურებ ჩემი ბავშვობის ფოტოებს, ვიმსგავსებ. მარიტასა და მარიტას ოჯახის წევრებსაც ჰგავს. სულ იცვლება და ვნახოთ, მაგრამ რომ ვუყურებ, ჩემს შვილში გენეტიკურ მსგავსებას ვხედავ და ამის გაცნობიერება ძალიან სასიამოვნოა...", - ამბობს ტელეწამყვანი.

წყარო: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე