თამთა ჩაჩანიძე
(24.09.2019)

 მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთს სამი კვირის ვადა მისცა, რომ მოსკოვის ანტიდოპონგ ლაბორატორიის ნიმუშების შეუსაბამობა ახსნას თუ არადა მას შეიძლება ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალოს. საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რუსებმა ექსპერტებმა სპორტსმენებისგან აიღეს ძველი და ყალბი ანალიზები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ 2020 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა რუსეთის გარეშე ჩაიაროს.

რუსეთის დოპინგ სკანდალი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც მსოფლიო ანტიდოპინგ სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მოისმინა იურისტ რიჩარდ მაკლაინის მოხსენება, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოჭის ოლიმპიადამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, სპორტის 30-ზე მეტ სახეობაში რუსი სპორტსმენები დოპინგს იყენებდნენ. დოკუმენტისვე მიხედვით, ეს დოპინგ-მოხმარება რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელობით იმალებოდა. ამის შესახებ ჩვენება მოსკოვის ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა მისცა, რომელმაც შემდეგ აშშ-სგან თავშესაფარი მიიღო.

შემდეგ კი მსოფლიო ანტიდოპინგ სააგენტომ რუსეთის დეპარტამენტს ჩამოართვა ოფიციალური უფლებები და აუდიტი დაიწყო, ამის შედეგან ბევრი სპორტსმენი იძულებული გახდა მედლები დაებრუნებინა და დისკვალიფიკაცცია მიეღო.

გასული წლის სექტემბერში მსოფლიო ანტიდოპინგ სააგენტომ რუსეთის სააგენტოს ფუნქციონირების უფლება მისცა, ოღონდ იმ პირობით თუ 2018 წლის 31 დეკემბრამდე რუსული მხარე უზრუნველყოფდა წვდომას მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში, თუმცა რუსულმა მხარემ ეს ვერ შეძლო და პირობა დროულად ვერ უზრუნველყო, მათ წვდომა მხოლოდ 17 იანვარს შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და შესაძლოა ამ თამაშებმა რუსეთის გარეშე ჩაიაროს, რადგან თუ მათ სპორტსმენებს დოპინგის მოხმარების ფაქტი დაუმტკიცდათ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ რუსეთს 2020 ოლიმპიადიდან საერთოდ მოხსნიან.

ჩაწერა სახელი