რეზონანსი
(25.06.2019)

 ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა მინსკის ევროპული თამაშების მოგების შემდეგ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, თუშიშვილმა ევროპული თამაშების ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ინალ ტასოევი დაამარცხა. 24 წლის სპორტსმენმა ეს გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა.

“რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემთვის, მედროშეობაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ორმაგად მობილიზირებული ვიყავი, რათა ჩემი ხალხი და ქვეყანა გამეხარებინა. ფინალში დაძაბული ბრძოლა გვქონდა, იმის ფონზეც, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ყველანაირად მობილიზირებული ვიყავი, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დამესრულებინა. ეს სპორტია, მაგრამ მე ამ გამარჯვებას ჩვენ ქვეყანას და ქართველ ერს ვუძღვნი”, – განაცხადა თუშიშვილმა

ჩაწერა სახელი