რეზონანსი
(25.06.2019)

 რუსული გამოცემა football-media.ru-ზე რუს საფეხბურთო აგენტ ალეკსეი საფონოვთან საუბრისას ჩვენთვის ძალიან საინტერესო საკითხი წამოიჭრა.

ინტერვიუს მთავარი თემა იყო, თუ რა გავლენას მოახდენდა რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე დაძაბული სიტუაცია შესაძლო ტრანსფერებზე. მათ შორის, კითხვა შეეხო საქართველოს ნაკრების კაპიტანს.

- პრესაში წერდნენ, რომ "სპარტაკში" შესაძლოა ქართველი ჯაბა კანკავა გადავიდეს. ახლა ტრანსფერი ამ სიტუაციის გამო ჩაიშლება?

- არა, რას ამბობთ. ახლახან "სპარტაკმა" ახალგაზრდა ქართველ ბიჭთან გააფორმა კონტრაქტი, ის პსჟ-ში (ნიკოლოზ ქუთათელაძე) თამაშობდა. რა თქმა უნდა, ზოგადად სიტუაცია არასასიამოვნოა. ცოტა ხნის წინ მხითარიანმა ევროპა ლიგისფინალიც გამოტოვა. თუმცა, მე მგონია, ახლა სიტუაცია აქამდე არ მივა.

ჩაწერა სახელი