ტატა შოშიაშვილი
(04.07.2020)

ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან ახლოს, რადიაციის დონის გაზრდის სავარაუდო მიზეზად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ბირთვულ რეაქტორზე მიმდინარე სამუშაოებს ასახელებს - ამის შესახებ ინფორმაცია 3 ივლისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა.

რადიაციის დონის ზრდასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, რადიაციის მომატებული დონე არაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, თუმცა აუცილებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ საიდან ვრცელდება რადიაცია, რადგან ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

„ბოლო დროს გამოვლენის შედარებით ამაღლებული დონის რადიაციული დონე ჩრდილოეთ ევროპაში, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ბირთვულ რეაქტორთან, რომელიც მუშაობს ან ტექნიკურ უზრუნველყოფაზეა შენარჩუნების", - აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

რადიაციული მონიტორინგის სენსორები ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში რეგისტრირებული ივნისის დასაწყისში ჭარბ დონეზე რადიოაქტიური ნივთიერებების ახლოს ჩრდილოეთ საზღვრების რუსეთში. მედია ციტირებული ანგარიში ეროვნული ინსტიტუტის ჯანმრთელობისა და გარემოს ნიდერლანდების (RIVM), რომ რადიონუკლიდების მოვიდა დასავლეთით რუსეთი. ინსტიტუტმა მოგვიანებით უარყო ეს ინფორმაცია და დასძინა, რომ ამ ეტაპზე წყაროს ქვეყნის განსაზღვრა შეუძლებელია.

ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში რადიაციული მონიტორინგის სენსორებმა ივნისის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ საზღვრებთან რადიაციული ნივთიერებების გავრცელების დონის ზრდა დააფიქსირა

ჰოლანდიის ჯანმრთელობისა და გარემოს ეროვნულმა ინსტიტუტმა (RIVM) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რადიონუკლიდები რუსეთის დასავლეთ ნაწილიდან გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით, ინსტიტუტმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განმარტა, რომ მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია იმ ქვეყნის დადგენა, რომელიც რადიონუკლიდების გავრცელების წყაროდ იქცა.

ამის შემდეგ, რუსეთმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბოლო დროის განმავლობაში ფედერაციაში არ მომხდარა ბირთვული ინცინდენტები - ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სახის შემოწმებასა და შემდგომ განცხადების გავრცელებას კიდევ 40 ქვეყანა გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე