მალხაზ გაგუა
(18.03.2020)

ინფექციის კონტროლის ექსპერიმენტმა, რომელიც პატარა იტალიურ ქალაქში ჩატარდა, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები თითქმის ნულამდე დაიყვანა. არადა ეს ის ქალაქია, რომელიც მანამდე იტალიაში ეპიდემიის ეპიცენტრად ითვლებოდა.

საუბარია პატარა ქალაქზე სახელწოდებით ვო, რომელიც ვენეციის სიახლოვეს მდებარეობს. მედიკოსებმა ამ ქალაქის ყველა, 3 300-ივე მაცხოვრებელს, მიუხედავად იმისა, დაავადების სიმპტომები ჰქონდა თუ არა, ორჯერადი ტესტირება ჩაუტარეს, მერე კი ისინი, ვისაც ვირუსი დაუდგინდა, კარანტინში მოათავსეს. ამის შედეგად ვოში ინფექცია მთლიანად ამოიძირკვა.

ამ მეთოდს აგრესიულ ტესტირებას ეძახიან, რომლის შედეგადაც ხერხდება ვირუსის დადგენა იმ ადამიანებში, რომლებსაც სიმპტომები არ გააჩნიათ, თუმცა ვირუსს აქტიურად გადასცემენ სხვებს. ეს მეთოდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შესწავლილი და მოწონებულია.

მეტიც, ჯანომო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, აგრესიული ტესტირება განახორციელოს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ მეთოდით ტაივანმა და სამხრეთ კორეამ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმოურდგენელ წარმატებას მიაღწიეს.

ჩაწერა სახელი
Mere (19.03.2020)
Chventanac gamoviyenot