თამთა ჩაჩანიძე
(01.11.2019)

 რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინა იკუპირებული ყირიმის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებს ჯიუტად ახორციელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად ხერსონის ოლქში, რომელიც შავი ზღვისპირა მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, უკრაინა საზენიტო სარაკეტო სისტემებით წვრთნას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ფეისბუქის საშუალებით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში ორ ათეულზე მეტი საჰაერო ხომალდის მართვადი რაკეტების გაშვება უკვე განხორციელებულია. უკრაინული სამხედროები ირწმუნებიან, რომ სროლის დროს ყველა პირობით სამიზნეს დაარტყეს.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ რუსეთის საზღვართან ახლოს უკრაინის სამხედრო წვრთნები, 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სამხედროებმა ეს-300, ბუკ ემ და ეს-125-ის კომპლექსებიდან საჰაერო, სახმელეთო, წყალქვეშა და ელექტრონული სამიზნეების წინააღმდეგ 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო სივრცე დაიხურება.

ხერსონის რეგიონში იაგორლიკის საწვრთნელ ბაზაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან და სხვა იარაღიდან საბრძოლო სასწავლო სროლები 2016 წლიდან მიმდინარეობს, გასულ წელს, ამავე წვრთნებში, უკრაინულმა სამხედროებმა 19 წლის განმავლობაში С-300В1 ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემა პირველად გამოიყენეს.

ჩაწერა სახელი